პოსტკრიზისული გარდაქმნები
სტატიის ავტორია: პაპუნა ტოლიაშვილი
29 ივლისი, 2009 | წაკითხულია 1,049-ჯერ
ქვეყანა, მისი კომპანიები, როგორც წამყვანი ისე რიგითი, სულ უფრო ცივი გონებით აფასებს კრიზისს და მის შედეგებს. ხვდება, რომ განსხვავებულ რეალობაში ცხოვრობს, რაღაცეები აღარასოდეს დაბრუნდება, რაღაცეების დაბრუნებას კი წლები დასჭირდება.ისე რომ სულ უფრო პრაგმატულად, რეალურად და რაციონალურად აფასებს სიტუაციას ბევრი მენეჯერი. ყოველ დღე ამ სიას კიდევ უფრო მეტი ხელმძღვანელი ემატება. ემოციურმა ტალღამ ბევრს გადაუარა, ბევრი შეეგუა დაკარგულს და მიუღწეველს, ადამიანები შედარებით დამშვიდდნენ და იწყებენ იმაზე ფიქრს თუ როგორ შეიცვალონ ისე, რომ უფრო ეფექტურები და თანმიმდევრულები იყონ ამ ახალ გარემოში, გარემოში რომოლიც ორგანიზაციებისაგან გაცილებით მეტ დახვეწილ, ორგანიზებულ, თანიმდევრულ, გააზრებულ ნაბიჯებს ითხოვს. დღეს შედეგების მიღწევა, თუნდაც ბევრჯერ უფრო ნაკლების, გაცილებით რთული იქნება. ამდენად ბევრად მეტად დახვეწილი უნდა იყოს კომპანია რომელსაც უნდა რომ მნიშნელოვან შედეგებს მიაღწიოს.
კრიზისიდან გამოსვლა იწყება სწორედ მაშინ როცა მენეჯერები გამოერკვევიან და იღებენ გადაწყვეტილებას დაიწყონ პოსტკრიზიული გადაქმნები. მოერგონ ახალ რეალობას, ახალ გარემოს და ისწავლონ მასში ცხოვრება. ამ მომენტიდან ორგანიზაციები ახალ ცხოვრებას იწყებენ, ახალ ნაბიჯებს დგამენ, ირჩევენ ახალ სტრატეგიებს და იღებენ პირველი შედეგებს აქედან . ეს პროცესი სულ უფრო აქტიურად იწყება დღეს, შესაბამისად კრიზისის პიკის გამოვლის ადრეული ნიშნები დღითი დღე შეუიარაღებელი თავალითაც ხილული ხდება.
ბევრი მენეჯერი იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა შეცვალოს, როგორ შეცვალოს იმისათვის რომ უფრო ეფექტური გახადოს თავისი კომპანია, საიდან დაიწყოს ეს ცვლილებები. იწყება პოსტკრიზისული გარდაქმნების პერიოდი, რომლის შედეგიც შეცვლილი გუნდები, შეცვლილი სტრატეგიები, ახალი პროცედურები, განახლებული მიდგომები და მუშაობის მეთოდები გახდება, რამაც ბევრად უფრო ორგანიზებული და პროდუქტიული უნდა გახადოს ახალი დროის კომპანიები. ამ ცვლილებებს შორის არის რამოდინიმე, ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი, რომლებიც ყველაზე მეტად აჩქარებს ორგანიზაციების ადაპტაციის პროცეს.
დაიწყეთ გუნდით
მზად უნდა იყოთ ძირეული გარდაქმნებისთვის. ამისათვის კი ყველაზე პირველი და ყველაზე მთავარი არის ვისთან ერთდ ზიხართ ნავში, ვინ არიან თქვენი მეგზურები, რამდენად დიდია მათი ოპტიმიზმი და მზაობა თქვენთან ერთად გადადგან რადიკალურად განსხვავებული ნაბიჯები, ძირეულად შეცვალონ საკუთარი თავი და ორგანიზაცია, იმოქმედონ გუნდურად და თავის მხრიდან გაიღონ მაქსიმუმი ამ მომქედებებში. ეს განაპირობებს თქვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და გადადგუმილი ნაბიჯების ეფექტიანობას.
რაც უფრო დიდი ფინანსური რეზერვები გქონდათ კრიზისის პერიოდში, მით უფრო გაგიჭირდებოდათ იმის დანახვა თუ ვინ არიან ყველაზე მეტად ღირებული თანამშრომლები თქვენთვის. თუ შეგიძლია რო უხადო ხელფასი კრიზისის პერიოდში უნდა უხადო, მაგრამ კრიზისის შემდეგ მნიშვნელოვანია გარდაქმნების გუნდში დარჩნენ მხოლოდ ის ადამიანები ვისაც სჯერა, რომ კომპანია შეძლებს ამ მდგომრეობიდან გამოსვლას და მზად არის და ძალიან უნდა თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ამ პროცესში.
თითოეული ადამიანი, განსაკუთრებით კი მმართველ გუნდში, რომელიც დარჩა შეშინებული და ჯერ კიდევ ჰგონია რომ ყველაფერი ფატალურად დასრულდება, რო გადარჩენა შეუძლებელია და ა.შ. გაცილებით უფრო დიდი პრობლემა შეიძლება იყოს ახლა ვიდრე თვითონ კრიზისი და მისი ფინანსური შედეგები.
გაესაუბრეთ ყველას მმართველ გუნდში და ერთი დონით ქვევით, ასევე ყველა იმ ადამიანს რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ და განსაკუთრებით ძვირფასია თქვენი ორგანიზაციისათვის. სასურველია ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებად, ჰკითხეთ ყველას როგორ აფასებენ კრიზისის შედეგებს, რა შეცდომები მიაჩნიათ რომ იყო ყველაზე კრიტიკული კრიზისამდე და კრიზისის დროს, რა გზებს ხედავენ და რა რისკებს კრიზისიდან გამოსასვლელად. ყურადღებით მოუსმინეთ და დაინახავთ მათ განწყობას, ვის სჯერა რომ რაღაცა გამოვა, ვის აქვს სურვილი რომ ამაში მიიღოს მონაწილეობა, ვინ არის მზად გაიღოს მნიშნელოვანი ორგანიზაციის წარმატებისთვის.
დიდი ალბათობით დაინახავთ, რომ ბევრი გამცოდილი კადრი რომელზეც ორგანიზცია იდგა, მნიშნელოვნად ამორტიზირებულია, მათი განწყობა პესიმისტურია და სკეპტიკურად უყურებენ რაიმე წარმატების მიღწევას. ასეთ ადამაინებთან ერთად შემდეგ ცვლილებებზე მუშაბის გაგრძელება მართლაც მინიმუმამდე შეამცირებს სწორი გარდაქმნების განხორციელების ალბათობას.
შესაბამისად, ეძებეთ გზები როგორ ჩართოთ აქტიურად გარდაქმნების პროცესში ადამაინები ვისაც სჯერა ცვლილებების და უნდა ეს ცვლილებები. ეცადეთ უფრო მეტი იმუშაოთ მათთან ერთად. ეძებოთ გზები და გადადგათ ნაბიჯიბი სწორედ მათი მონაწილეობით. ყველაზე კარგი გზა ამისათვის შეიძლება იყოს სამუშაო ჯგუფის შექმნა სტრატეგიის განახლებისა და პოსტკრიზისული გარდაქმნების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის. სადაც სწორედ ამ ადამიანებს მოუყრით თავს და მისცემთ მათ საშუალებას შეიტანონ წვლილი განახლებული კომპანიის მშენებლობაში.
განაახლეთ სტრატეგია
დანიშნულების რევიზია, ახალი ბიზნეს მოდელი, და მთავარი კონკურენტული უპირატესობების გადახედვა არის პირველი რიგის გადაწყვეტილებები, რომლებიც გექნებათ გასააზრებელი და ჩამოსაყალიბებელი სამუშაო ჯგუფთან ერთად. ძალიან მნიშნელოვანია სამუშაო ჯგუფის სრული და ძალიან აქტიური ჩართვა ამ გადაწყვეტილებების მომზადებასა და შეთანხმებაში.
სთხოვეთ სამუშაო ჯგუფის წევრს ჩამოაყალიბოს მისი მოსაზრება, როგორ ხედავს ორგანიზაციის დანიშნულებას ახალ რეალობაში, რა ღირებულების შექმნა და მიცემა შეუძლია მას მომხმარებლებისთვის რაც შეიძლება ღირებული იყოს. ეცადეთ მოაგროვოთ განსხვავებული იდეები, მსჯელობის შედეგად ამოარჩიოთ ის რომელიც ყველაზე მეტად იქნება მისაღები ჯგუფის წევრებისთვის და დახვეწოთ ის ფორმულირების დონეზე. ახალ დანიშნულებაზე ერთობლივი, ხანგრძლივი და შესაძლოა დამღლელი მსჯელობები ძალიან დაგეხმარებათ შემდეგი გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად და სწორად მიღებაში. ისე რომ ნუ დაიშურებთ დროს და ძალებს ამისათვის.
დანიშნულების გააზრების და შეთანხმების შემდეგ ბიზნეს მოდელის დამუშავების დრო დგება. აქ თქვენ, თქვენს სამუშაო ჯგუფთან ერთად კარგად უნდა გაიაზროთ ვინ იქნებიან თქვენი მთავარი მომხმარებლები ახალ გარემოში, ვიზე უნდა დახარჯოთ თქვენი დროისა და ყურადღების მაქსიმალური ნაწილი წარმატების მისაღწევად. ეცადეთ მიიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები ერთ ან მაქსიმუმ სამ ჯგუფთან დაკავშირებით ვიზეც ძირითად აქცენტს გააკეთებთ.
ამის შემდეგ კარგი იქნება თუ ბიზნეს მოდელის მეორე კომპონენტზე, პროდუქტებზე მოახდენთ კონცენტრირებას. იფიქრეთ და იმსჯელეთ რა პროდუქტებზე აქცენტით შეგიძლიათ ყველაზე უკეთესი შედეგების მიღება. რა უნდა შეცვალოთ არსებულ პროდუქტებში, რა ახალი პროდუქტები შექმნათ პრიორიტეტული კლიენტებისათვის, რომელი ამოიღოთ საიერთოდ ასორტიმენტიდან ახალი რეალობების გათვალიწინებით. ამ გადაწყვეტილებებზე მუშაობა მნიშნელოვან განახლებას მოიტანს ხედვებშიც და მიდგომებშიც; და თუ თქვენ ამ პროცესსაც გუნდთან ერთად გააკეთებთ თქვენი ქმედითუნარიანობა და ცვლილებების დასაწყებად მზადყოფნის ხარისხიც მნიშვნელოვნად გაიზრდება.
ბიზნეს მოდელის მესამე კომპონენტი, გაყიდვების მიდგომა ასევე ერთობლივი მსჯელობების საგანი უნდა გახდეს. რა არხებით გავავრცელოთ ინფორმაცია, რა აქცენტები გავაკეკეთოთ გასავრცელებელ ინფორმაციაში, როგორ გავუკეთოთ კლიენტებს დამატებითი სტიმულირება შესყიდვებზე? ძირითადად ეს შეკითხვები უნდა განიხილოთ ბიზნეს მოდელზე მუშაობის შემდეგ ეტაპზე. შეთანხმებული მიდგომები გაყიდვების მიმართულებით კიდევ უფრო ეფექტურს გახდის თქვენი გუნდის მოქმედებას პოსტკრიზისული გარდაქმნების პარალელურად და მის შემდეგ.
სტრატეგიაზე მუშაობის შემდეგ ეტაპზე სასურველია განიხილოთ მთავარი კონკურენტული უპირატესობების საკითხი. რა გარემოებები მოიყვანს მომხმარებელს უპირატესად სწორეთ თქვენთან, ამ საკითხზე შეთანხმებაც ასევე არანაკლებ კრიტიკულია მოქმედებების დასაწყებად.
სტრატეგიაზე მუშაობის პროცესში სხვა საკითხების განხილვაც საჭირო და სასურველია, თუმცა მინიმუმ ზემოთ მოცემული საკითხებზე შეთანხმება კრიტიკულ აუცილებლობას წარმოადგენს. თუ პროცესი მოგეწონათ და გაგრძელების სურვილი გაგიჩნდებათ რა თქმა უნდა გააგრძელეთ, მაგრამ ეცადეთ რომ ამის პარალელურად თვითონ ცვლილებების განხორციელების დაწყებაც არ დაგაგვიანდეთ.
დაიწყეთ პირველი ცვლილებები
სამი მთავრი ცვლილება, რომელიც სასურველია პირველ რიგში განხორციელდეს, ესენია:
ა) მართვის მოდელის ცვლილება;
ბ) მარკეტინგული მოდელის ცვლილება;
გ) ფინანსური მოდელის ცვლილებაა
მართვის მოდელის ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება კოლეგიალური მართვის პრაქტიკის დამკვიდრება შეიძლება გახდეს. ეცადეთ შექმნათ განვითარების საბჭო, სადაც შეიყვანთ ყველა საკვანძო ადამიანს (არა მარტო მენეჯერს) ვისი ჩართულობაც განვითარების პროცესში და ვისი ინფორმირებულობაც განვითარების მიმართულებით მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მნიშნელოვანია თქვენი ბიზნესისთვის. განვითარების საბჭოს რეგულარული შეხვედრებით, თანმიმდევრულად მიღებული გადაწყვეტილებებით და შემდეგში მათი განხორციელების პროცესის მიდევნებით მნიშნელოვნად დააჩქარებთ კრიზისის შემდგომი განვითრების პროცესს.
მარკეტინგული მოდელის ცვლილების ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლება აღმოჩნდეს მომხმარებელთან უკუკავშირის მეთოდების მნიშვნელოვანი დახვეწა-განახლება. თუმცა ეს არ გულისხმობს ძვირადღირებული კვლევების სისტემატიზაციას ამ მიმართულებით. ეცადეთ განავითაროთ შიდა, შედარებით იაფი მაგრამ მუდმივი, ქმედითი და ცოცხალი ურთიერთობის ფორმატები კლიენტებთან. გახადეთ მიღებული ინფორმაციის განხილვები, რეაგირების გზების დამუშავება და გამხორციელების ორგანიზაცია განვითარების საბჭოს საქმიანობის მნიშვნელოვან ნაწილად და თქვენი პროდუქტების ასორტიმენტის დახვეწის, გაყიდვების მეთოდების და არხების და სხვა მარკეტინგული აქტივობების ხარისხი და შედეგიანობა სწრაფად გაიზრდება.
რაც შეეხება ფინანსურ მოდელს, ამ ნაწილში ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შესაძლოა მომსახურე ბანკის ცვლილება გახდეს. მოძებნეთ ბანკი სადაც თქვენ უფრო მნიშნელოვანი კლიენტი იქნებით ვიდრე იქ სადაც ხართ, სადაც უფრო უკეთ ეცოდინებათ თქვენი პრობლემები და სადაც უფრო მეტად ეცდებიან იყონ კარგი პარტნიორი თქვენთვის. სადაც თქვენთან ერთად, კარგი პროფესიონალები იმუშავებენ თქვენი შემდგომი განვითარების სწორი ფინანსირების წყაროებზე და სქემებზე, წარუდგინეთ მათ თქვენი გეგმები რომელსაც სტრატეგიის ფორმირების პროცესში დაამუშავებთ და ამის მოსალოდნელი ფინანსური ეფექტი როგორც მას თქვენ ხედავთ (ამ გეგმის ფორმირების გარეშე ბანკის მოძებნა და მისი დარწმუნებაც, გახდეს თვენი პარტნიორი, გაჭირდება).
თუ ასეთი ბანკის მოძებნა ვერ შეძელით, ეცადეთ თქვენი ბიზნესის დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე იფიქროთ. ეს შეიძლება იყოს დიდი კომპანია, კერძო პირი ან პირები, ვისთვისაც თქვენი გეგმები შესაძლოა საინტერესო იყოს და თქვენი კომპანიაც საინტერესო პარტნიორი გახდეს. ეძებეთ ფინანსური რესურსები თქვენი არსებული პარტნიორებიდან, მომწოდებლებიდან, შემსყიდველებიდან, მათაც გაუგზავნეთ თქვენი გეგმების ამსახველი ფაილები და სთხოვეთ დახმარება, შესთავაზეთ თქვენი პირობები ამ დახმარების სანაცვლოდ. რაც უფრო კარგი იქნება გეგმა მით უფრო დიდი იქნება შანსი იშოვოთ ფული მისი განხორციელებისათვის.
ეს და სხვა ცვლილებები, რომლებიც როგორც ცვლილებები არანაკლებ მნიშნელოვანია ვიდრე თვითონ შინაარსი ამ ცვლილებების საკმარისი შეიძლება აღმოჩნდეს კარგი სტარტის ასაღებად, დანარჩენს უკვე შემდეგი პროცესები დაგანახებთ. მთავარია დაიწყოთ მოქმედება, გადადგათ ნაბიჯები და დააკვირდეთ მოვლენების შემდგომ განვითარებას. თქვენი პირველი მოქმედებები, პირველი ცვლილებებიც და პირველი შედეგებიც, რომელსაც აქედან გამომდინარე მიიღებთ, თქვენთვის დაასრულებს კრიზისის შემდგომი პერიოდის დასაწყისს. რაც უფრო მეტისთვის იქნება ასე, მით უფრო ადრე დასრულდება კრიზისი მთლიანი ქვეყნისათვის და თითოეული ადამიანისათვის მათ შორის.
გადაუგზავნეთ მეგობრებს მეილზე
სტატიები მომზადებულია სინერჯი ჯგუფის წევრების მიერ;


